03 ივნისი 2024,   02:28
ვრცლად
ბათუმის საქალაქო სასამართლო "ენმ"-ის 2 წევრთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 13 თებერვალს გამოაცხადებს

ბათუმის საქალაქო სასამართლო ნაციონალური მოძრაობის 2 წევრთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას 13 თებერვალს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომაზე დღეს, თითქმის 3 საათის განმავლობაში, მოსამართლე მხარეთა არგუმენტებს ისმენდა. მხარეებმა დეტალურად გაიხსენეს, თუ როგორ მოხდა შელაპარაკება საპატრულო პოლიციასა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ისინი მის ბრძანებას არ დაემორჩილნენ. ბრალდების მხარის განცხადებით, დეპუტატებმა 173-ე მუხლი დაარღვიეს, რაც დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ნაციონალური მოძრაობის წევრები კი კვლავ ამტკიცებდნენ, რომ საპატრულო პოლიციამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

სასამართლო სხდომას ესწრებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მედეა ვასაძე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრების მისამართით გამოთქმული რეპლიკის გამო, მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბიძინა ივანიშვილის ხეების გადამზიდი კომპანიის წარმომადგენლებთან შელაპარაკების გამო ენმ-ის 2 წევრი დააკავეს.

დღის ამბები