02 ივნისი 2024,   22:25
ვრცლად
ტუალეტები კანალიზაციის გარეშე - მერიის მიერ აშენებული საპირფარეშოები ისევ დაკეტილია

ტუალეტები კანალიზაციის გარეშე - თბილისის მერიის მიერ მიწისქვეშა გადასასვლელებში 2014 - 2015 წლებში აშენებული საპირფარეშოები დაკეტილია, მიზეზი შესაბამისი კომუნიკაციის არარსებობაა. ეს რეტერატები თბილისის ცენტრალური მოედნების ქვეშ მდებარეობს, რაც წყალსადენის მოწყობას შემდგომშიც გაართულებს.

საზოგადოებრივი ტუალეტები აშენების შემდეგ არასოდეს გახსნილა.

აღნიშნული ფაქტი გაცილებით მოუხერხებელია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც მუშაობა ღია ცის ქვეშ უწევთ, მოუხერხებელი ასევე ტურისტებისთვისაც.

ასევე არ მუშაობს გადასასვლელებში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები და ლიფტები შშმ პირებისათვის. ჯამში, სახელმწიფო აუდიტის დასკვნით ბიუჯეტიდან 831 ათას 600 ლარი არაეფექტურად დაიხარჯა.

ვიდეოს სანახავად მიჰყევით ბმულს.

ავტორი: მაია ლომიძე. 

დღის ამბები