03 ივნისი 2024,   01:25
ვრცლად
უმრავლესობა ოპოზიციას, გაზპრომის საკითხზე "კომედი შოუს" მოწყობაში ადანაშაულებს

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება გაზპრომის თემაზე საუბარს გაურბის. იქიდან გამომდინარე, რომ უმცირესობის რეზოლუცია დარგობრივმა კომიტეტმა უარყო, ისინი პარლამენტისგან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

„შევისწავლოთ ის მოტივები, თუ რატომ იქნა ხელისუფლების მიერ დადებული ქვეყნის ინტერესების საზიანო ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება არის ანტისახელმწიფოებრივი, ის არის წამგებიანი როგორც პოლიტიკურად, ასევე ფინანსურად,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ამ ხელშეკრულების მიღმა შესაძლოა კერძო ინტერესებიც იმალებოდეს.

უმრავლესობა ოპოზიციის განცხადებებს არ ეთანხმება და მათ პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნაში ადანაშაულებს.

„რაღაც პოლიტიკური კომედი შოუს მოწყობა უნდათ ამასთან დაკავშირებით და რასაკვირველია, ეს არის მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

დღის ამბები