02 ივნისი 2024,   23:28
ვრცლად
სარეაბილიტაციო კურსების ბენეფიციართა შემცირებული რიცხვი - 152 ბავშვიდან პროგრამით მხოლოდ 25 ისარგებლებს

ბავშვები, რომელთაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ - სწორედ მათთვის მოქმედებს ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა, რომლითაც ოჯახები უკვე წლებია სარგებლობენ, თუმცა, პატარების უმრავლესობა სახელმწიფო პროგრამის მიღმა დარჩა.

სარეაბილიტაციო კურსების ბენეფიციართა რიცხვი მოულოდნელად შემცირდა. 152 ბავშვიდან, რომელებიც დიდი ხანია კურსებზე დადიან, ახლა პროგრამით მხოლოდ 25 ისარგებლებს. 

ნეირო-მოტორული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეს სახელმწიფო პროგრამა დაახლოებით თხუთმეტი წელია ხორციელდება.

152 ბავშვიდან, რომლებიც წლიდან წლამდე შეუფერხებლად გადიოდნენ რეაბილიტაციას და უმრავლესობა თავად სამინისტროს განსაზღვრულ კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებს, როგორ შეირჩა მხოლოდ 25, სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსს ზუსტი პასუხი არა აქვს. ამბობს, რომ სიტუაცია გამოსწორდება, თუმცა კონკრეტულად როდიდან და რამდენი ბავშვისთვის არ იცის.

რეპორტაჟის სანახავად მიჰყევით ბმულს:

ავტორი: გიორგი გვიშიანი. 

დღის ამბები