03 ივნისი 2024,   03:14
ვრცლად
მასშტაბური რეიდები ბერლინში - სამართალდამცველებმა 20-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკეს 

ბერლინში პოლიციამ მასშტაბური რეიდები ჩაატარა. გაჩხრიკეს 20-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა და ისლამური ორგანიზაციის კუთვნილი კომერციულო ობიექტი. პოლიციელებმა შეამოწმეს მეჩეთიც, რომელსაც საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორი ხშირად სტუმრობდა.

რეიდებში 450 სამართალდამცველი მონაწილეობდა. გამოძიების ცნობით, მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ მათ ინფორმაცია არა აქვთ და სპეცოპერაცია ისლამური ორგანიზაციის წინააღმდეგ ჩატარდა, ვინაიდან ის ახალგაზრდებს სირიაში გასაგზავნად იბირებდა.

დღის ამბები