02 ივნისი 2024,   23:28
ვრცლად
სოსო ოხანაშვილი ამბობს, რომ მას მამა გიორგი მამალაძის ხელში იარაღი არასდროს უნახავს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი, გავრცელებულ ინფორმაციას საპატრიარქოს ჩხრეკასთან დაკავშირებით, „აბსურდულს“ უწოდებს.

ამის თაობაზე სოსო ოხანაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა. მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა, რომ ჩატარებულიყო ჩხრეკა საპატრიარქოში.

„რას უნდა გამოეწვია საპატრიარქოში ჩხრეკა? იქ გვაქვს ჩვენი კუთვნილი იარაღი სეიფში ჩაკეტილი, დაცვის თანამშრომლების, დაცვის პოლიციიდან მომაგრებული ტაბელური იარაღები და იქ არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა. ეს იყო გადაუმოწმებელი, დაუზუსტებელი ინფორმაცია და მე გავოცდი, ეს რომ მოვისმინე, რომ ამოღებული იყო იარაღი... რა იარაღი უნდა ამოეღოთ, რაც არ არის? არის ტაბელური იარაღები,“ - აცხადებს სოსო ოხანაშვილი.

მისი თქმით, ზოგიერთ სასულიერო პირს აქვს სანადირო თოფი და ამას კანონი არ კრძალავს.

რაც შეეხება უკანონო იარაღს, სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტი მას არ შეხვედრია და თუ შეხვდებოდა, ამას აღკვეთდა. ის აცხადებს, რომ მას მამა გიორგის ხელში იარაღი არასდროს უნახავს.

დღის ამბები