03 ივნისი 2024,   03:02
ვრცლად
სოსო ოხანაშვილის თქმით, საპატრიარქოში ფარული ჩანაწერები ნანახი აქვთ

სოსო ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ე.წ. ციანიდის საქმის მოწმის, ირაკლი მამალაძის, მიერ გაკეთებულ ჩანაწერებში თავადაც ფიგურირებდეს.

პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ირაკლი მამალაძეს ის მხოლოდ ერთხელ, გერმანიაში წასვლამდე, დაახლოებით, 1 თვით ადრე შეხვდა.

„ძირითადი საუბარი, რაზეც შეიძლება მე მას ვყავდე ჩაწერილი, რომ შეიძლება ვიღაც-ვიღაცებს ვაყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას,“ - აცხადებს სოსო ოხანაშვილი.

მისი თქმით, ირაკლი მამალაძე შეხვედრის, კერძოდ ვახშმობის დროს აქტიურობდა, რომ გარკვეულ თემებზე ყოფილიყო საუბარი, თუმცა სოსო ოხანაშვილი საუბრის კონკრეტულ თემებს ვერ იხსენებს, რადგან მეგობრებთან გატარებული ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო.

მას ჩანაწერი პირადად არ მოუსმენია და იმასაც ვერ იხსენებს ზუსტად, თუ ვინ იყო შეხვედრაზე მამა გიორგისა და ირაკლი მამალაძის გარდა. 

ამასთან, ის იმასაც ამბობს, რომ საპატრიარქოში ფარული ჩანაწერები ნანახი აქვთ, მაგრამ მასთან ამ ჩანაწერებზე არავის უსაუბრია.  

დღის ამბები