08 მაისი 2024,   17:38
ვრცლად
დავით სერგეენკო ფარმაცევტული ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მედიკამენტის კომპონენტის დამატებასთან დაკავშირებით ფარმაცევტული ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

მინისტრის განცხადებით, გაჩნდება ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ძირითადად სოციალურად დაუცველ და მარტოხელა პენსიონერებს 5-მდე ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებს მიაწოდებს.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. პროექტისთვის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარი გამოიყოფა და დაახლოებით ზაფხულის დასაწყისში ამოქმედდება.

დღის ამბები