08 მაისი 2024,   22:18
ვრცლად
საკრებულოში დავით ნარმანიას ელოდებიან - ოპოზიცია კრიტიკული შეკითხვების დასასმელად ემზადება

თბილისის საკრებულოში ხვალ დავით ნარმანიას ელოდებიან. დედაქალაქის მერი დეპუტატების წინაშე წლიური მოხსენებით უნდა წარდგეს. ფრაქცია ქართული ოცნება - მრეწველების წევრი, გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის წევრები უკვე დაახლოებით საქმის კურსში არიან, თუ რა საკითხებზე ისაუბრებს მერი.

პრეზენტაციის შემდეგ დავით ნარმანია საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხებს.

„შეკითხვები შეეხება საცობებს, მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობას, გამწვანების პრობლემებსა და რატომ შენდება უკანონოდ შუაგულ სკვერებში ასევე კორპუსები. შეკითხვები ასევე შეეხება იმას, თუ რატომ არ შემოდის ინვესტიციები, ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით. მთავრი კითხვა კი იქნება, რატომ გადასცა რუსთავი 2-ის მოსამართლე, ნატა ნაზღაიძის ძმას აბსოლუტურად უკანონოდ 1 მილიონი ლარის ქონება,“ - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე.

კრიტიკული შეკითხვები ექნება თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანსაც.

„საბოლოო კითხვა იქნება, ყველაფრის შემდეგ, როგორ ფიქრობს ის, როგორც პიროვნება, უნდა იყაროს თუ არა კენჭი მეორედ, როგორც თბილისის მერმა,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

დღის ამბები