09 მაისი 2024,   04:43
ვრცლად
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა - "ევროპული საქართველოს" ინიციატივა

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა საპარლამენტო უმცირესობისგან - მეწარმეების უმრავლესობა მცირე ბიზნესში შექმნილ უკიდურესად მძიმე ვითარებაზე საუბრობს და სახელმწიფოსგან შეღავათებს რამდენიმე მიმართულებით ითხოვს. არსებული ვითარების შეცვლის მიზნით, ევროპული საქართველოს ინიციატივა ელიავაზე დასაქმებულებს დღეს დავით ბაქრაძემ გააცნო. პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ მათი წინადადების გაზიარების შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის დაჩქარება შესაძლებელია.

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის მოქალაქეებთან განხილვის შემდეგ, ევროპული საქართველოს ინიციატივებზე მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდა. საფინანსო კომიტეტს ოპოზიციურმა პარტიამ დღეს 8 კანონპროექტით მიმართა და ბიზნესისთვის შეღავათების დაწესება მოითხოვა.

ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ქამრების მეტად შემოჭერა აღარ მოხერხდება. მმართველი გუნდი ოპოზიციის ინიციატივებს მხარს არ უჭერს და მათ არარეალისტურობაზე საუბრობს. ევროპულ საქართველოში კი ამბობენ, რომ ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში, შეღავათების დაწესება შესაძლებელია.

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ევროპული საქართველოს მიერ წარმოდგენილ პროგრამას მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობაშიც.

დღის ამბები