08 მაისი 2024,   17:48
ვრცლად
ელისო კილაძის შვილის დაკავების კადრები - "ქრონიკა პლუსის" რედაქტორი პროკურატურის პასუხებს ელოდება

ელისო კილაძე კითხვებზე პასუხებს ელოდება. დღეს ქრონიკა პლუსის რედაქტორმა მისი შვილის დაკავების ამსახველი კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ დავით ხარშილაძე არა სამმა, არამედ ათამდე პოლიციელმა დააპატიმრა. საქმეს მოწმის სტატუსით ამ კადრების ავტორიც დაემატება, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა დაკავების პროცესს დასწრებოდა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს. შორენა ლალიაშვილმა დღეს უკვე მისცა ჩვენება გამოძიებას.

ვიდეო მასალა, ხარშილაძის ადვოკატების თქმით, ადასტურებს რომ საქმეში დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები გაყალბებულია. დაცვის მხარე სისხლის სამართლის საქმის მასალებს ასაჯაროებს სადაც წერია რომ, ხარშილაძის დაკავებასა და ჩხრეკაში სულ 3 პოლიციელი მონაწილეობდა. ვიდეო ფირი, ადვოკატების განცხადებით, ხარშილაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი უნდა გახდეს. ამ მოთხოვნით მათ სასამართლოს უკვე მიმართეს.

ახალი გარემოებების და მტკიცებულებების საფუძველზე, დავით ხარშილაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს ქრონიკა პლუსის რედაქტორი. ელისო კილაძემ შვილის დაკავების ამსახველი კადრები დღეს მთავარ პროკურატურაში შეიტანა. ჟურნალისტი აცხადებს, რომ გასაჯაროებული კადრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მისი შვილის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია.

 

დღის ამბები