01 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში - ექსპერტების აზრით, არჩევნები რეგიონის ბედს განსაზღვრავს

გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. კენჭისყრაში 11 კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა გამოკითხვების თანახმად მეორე ტურში გადასვლის შანსი მხოლოდ 4 მათგანს აქვს. ახალი პრეზიდენტის ვინაობა 7 მაისს გაირკვევა.

პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ერთ-ერთი პირველი იყო ემანუელ მაკრონი, რომელმაც მშობლიურ ქალაქში მეუღლესთან ერთად მივიდა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ემანუელ მაკრონმა მცირე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობამ შეასრულა თავის ვალდებულება და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.

"ჩემი უდიდესი სურვილია, რომ ყველა ადამიანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი სამოქალაქო ვალი მოიხადოს და არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს,“ - აღნიშნა  ემანუელ მაკრონმა.

ერთ-ერთ ქალაქში მისული იყო ეროვნული ფრონტის ლიდერი მარი ლე პენი, რომელსაც ორგანიზაცია ფემენი აქციებით დახვდა. ორგანიზაცია რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების წინააღდეგ გამოდის და ვლადიმერ პუტინის მმართველობას აპროტესტებს.

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმაც.

„ყველა ზომა მიღებულია იმ პირობების უზრუნველსაყოფად, რომ საფრანგეთის მოქალაქეებმა გამოხატონ საკუთარი ფუნდამენტური ნება და აირჩიონ მომავალი. ამ დღეებში უნდა ვაჩვენოთ, რომ დემოკრატია ყველაფერზე ძლიერია,“ - აცხადებს ფრანსუა ოლანდი.

ექსპერტების აზრით, ქვეყნის მომავალი ლიდერის კურსს ერთიანი ევროპის იდეის შესანარჩუნებლად ან ევროკავშირის დასაშლელად შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები