01 მაისი 2024,   16:54
ვრცლად
არჩევნები საფრანგეთში - ოფიციალური შედეგები ყოველ წუთს შესაძლოა გახდეს ცნობილი

საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში - ოფიციალური შედეგები ყოველ წუთს შესაძლოა გახდეს ცნობილი. საფრანგეთის კანონმდებლობით იკრძალება ყველანაირი წინასწარი ინფორმაციის გავრცელება და ამ ინფორმაციის გავრცელების შემთხევაში, ნებისმიერი მედიასაშუალება დაჯარიმდება 75 ათასი ევროთი. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო მედია დღეს მთელი დღის განმავლობაში ეყრდნობა ბელგიის ტელევიზიის წინასწარ მონაცემებს.

ბოლო მონაცემების მიხედვით, შედეგები ასე გამოიყურება - პირველ ტურში, საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე ლიდერობს ლიბერალ ცენტრისტი ემანუელ მაკრონი, მას გამოკითხვებით 26 % აქვს, ხოლო მეორე ადგილზე იმყოფება ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი.

როგორც ცნობილია, მარინ ლე პენი არის მომხრე, რომ საფრანგეთი გამოვიდეს ევროკავშირიდან, ასევე ნატო-დან. გარდა ამისა, იყოს გამკაცრებული საემიგრაციო კანონი და ის რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების მომხრეა.

რაც შეეხება ემანუელ მაკრონს, ის პროევროპელი ლიდერია, რომელსაც არსებული ინფორმაციით, მხარს უჭერენ სოციალისტური პარტიისა და მოქმედი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის მომხრები.

დღის ამბები