27 აპრილი 2024,   16:46
ვრცლად
"გამორჩეული შვილი მყავს" - სესიაშვილი შვილის ქურდობაში შესაძლო მონაწილეობას გამორიცხავს

ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის შვილის ქურდობაში შესაძლო მონაწილეობაზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე სიბინძურეს უწოდებს. ირაკლი სესიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სასამართლოსაც მიმართოს.

კანონმდებელი ადასტურებს, რომ მისი შვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს.

"ნამდვილად მუშაობს ჩემი შვილი, 6 თვით ხელშეკრულებით აიყვანეს. უწესიერესი, გამორჩეული შვილი მყავს, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია, სწავლაზე, განათლებაზე, პროფესიულ განვითარებაზე. ასეთი სიბინძურე, რომელიც პირდაპირ ჩემ წინააღმდეგ არის მომართული, მათი ხასიათი და სახეა. ასეთ ბინძურ ქმედებას პასუხის გარეშე არ დავტოვებ. იურისტებთან გავივლი კონსულტაციას და დარწმუნებული ვარ, სასამართლოს მივმართავ და პასუხსაც აგებენ ასეთი სიბინძურისთვის,“- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

სკანდალური ინფორმაცია დღეს ენმ-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მათი ინფორმაციით, თბილისში მომხდარი ქურდობის სავარაუდო მონაწილე შესაძლოა, ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის შვილი იყოს. გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატის შვილის მიერ სუს-ში მუშაობის დასაწყებად წარდგენილი დოკუმენტაციიდან ამოღებული ნიმუში და ქურდობის ჩამდენის ხელის ანაბეჭდი იდენტურია. საქმე ეხება თბილისში მომხდარ ქუროდობის ფაქტს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები