27 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
ეკონომიკურ დანაშაულზე დადგენილი თანხა - "ევროპული საქართველოს" ინიციატივას კომიტეტზე განიხილავენ

ეკონომიკურ დანაშაულზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის დადგენილი თანხის ოდენობა 50 ათასი ლარიდან 200 ათას ლარამდე უნდა გაიზარდოს.

ევროპული საქართველოს ინიციატივას ამ წუთებში საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე განიხილავენ. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ წარდგენილი ინიციატივა ბიზნესს მეტ თავისუფლებას და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობას მისცემს.

„200 ათას ლარამდე სხვადასხვა საგადასახადო დარღვევების შემთხვევაში, მეწარმეები პასუხს აგებენ მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადო ადმინისტრაციული წესით. ეს მთლიან პაკეტთან ერთად, საშუალებას მისცემს ბიზნესს, დარჩეს მას უფრო მეტი თანხა ბიზნესის საწარმოებლად, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. მეორე, თავი იგრძნონ უფრო თავისუფლად და რაიმე დარღვევის შემთხვევით დაშვების შემთხვევაში, არ მოუწიოთ ციხეში წასვლა,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ. 

დღის ამბები