06 მაისი 2024,   14:42
ვრცლად
39-მა სამხედრო მოსამსახურემ ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სამეთაურო-საშტაბო კურსი დაასრულა

დღეს უფროს სერჟანტთა მე-10 გამოშვებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 39-მა სამხედრო მოსამსახურემ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სამეთაურო-საშტაბო კურსი დაასრულა.

20-კვირიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში სერჟანტებმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გაიღრმავეს.

თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს.

„ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სამხედრო განათლების სრულყოფაზე. გუშინ, მაგალითად, მივიღეთ სტანდარტები ოფიცერთა საწყისი მომზადების კურსებისთვის, აღნიშნულ მომავალში ვგეგმავთ ანალოგიური სტანდარტების შემუშავებას სხვა ოფიცრებისთვის, მათ შორის, სერჟანტებისთვის,“- განაცხადა ლევან იზორიამ.

 

დღის ამბები