27 აპრილი 2024,   15:05
ვრცლად
ეს არის უპრეცედენტო-მიხეილ ჯანელიძე ამერიკელი კონგრესმენების წერილს ეხმაურება

ამერიკელი კონგრესმენების წერილს, სადაც ისინი შეერთებული შტატების პრეზიდენტს საქართველოსადმი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. მიხეილ ჯანელიძე ამბობს, რომ წერილი საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა.

მისივე განცხადებით, შეერთებული შტატების პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არის მტკიცე და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

„ეს არის უპრეცედენტო, როდესაც ამდენი კონგრესმენი საქართველოსთან მიმართებით პოზიციებს აფიქსირებს მტკიცედ და ის მოუწოდებს საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ და ადასტურებს, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაგრძელდება, გაგრძელდება როგორც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის კუთხით, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია არის მტკიცე, მათ შორის კონგრესის,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

ამერიკელი კონგრესმენები შეერთებული შტატების პრეზიდენტს საქართველოს მხარდამჭერი წერილით მიმართავენ. დონალდ ტრამპს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, მიმართა.

დღის ამბები