04 მაისი 2024,   17:22
ვრცლად
შემრცხვა როდესაც გავიგე, რომ ავიაბომბს ამერიკელები "დედა ბომბს" უწოდებენ - რომის პაპი 

რომის პაპს ბომბის დასახელებაში სიტყვა დედას გამოყენება დაუშვებლად მიაჩნია. პონტიფიკოსმა პირველად ისაუბრა ამერიკელი სამხედროების იერიშზე ავღანეთში, სადაც პენტაგონმა ISIS-ის პოზიციების დასაბომბად, არსენალში არსებული ყველაზე ძლიერი არაბირთვული იარაღი გამოიყენა. რომის პაპმა სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ შერცხვა როდესაც გაიგო, რომ ავიაბომბს ამერიკელები "დედა ბომბს" უწოდებენ.

"დედა სიცოცხლეს ჩუქნის ადამიანს, ამ მოწყობილობას კი მხოლოდ სიკვდილი მოაქვს" - განაცხადა პონტიფიკოსმა და აღნიშნა, რომ ასეთი შედარებები მისთვის მიუღებელია.

დღის ამბები