28 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
ოპოზიციის აზრით, მმართველ გუნდს კონსტიტუციაში ცვლილებები პრეზიდენტთან უთანხმოების გამო შეაქვს

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ მმართველმა გუნდმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, პირადი უთანხმოებიდან გამომდინარე მოამზადა.

მათი აზრით, ქვეყნის პირველ პირს უფლებამოსილება არ უნდა შეუმცირდეს და ის პირდაპირი წესით უნდა აირჩიონ.

ევროპული საქართველოს წარმომადგენლები ამ საკითხზე პლებისციტის ჩატარებას ითხოვენ.

ქართული ოცნების წარმომადგენლები ვერ მალავენ პიროვნულ გაღიზიანებას, უპატივცემულობას პრეზიდენტ მარგველაშვილის მიმართ და ნათელი ხდება, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არ უკავშირდება რეალურად სახელმწიფო მოწყობის პრინციპების ცვლილებას,“ - განაცხადა ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

ნაციონალურ მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ყოფილ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება სურს.

„მარგველაშვილის გამარჯვება ან დამარცხება ამ კონტექსტში საერთოდ არ არის განსახილველი. განსახილველი არის ის საკითხი, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა აირჩიოს თავისი პრეზიდენტი. ივანიშვილს სურს, რომ ამ ქვეყანაში მთლიანად ჰქონდეს ხელისუფლება უზურპირებული, ყველა ემორჩილებოდეს მის ნებას და ამას ქართველ ხალხთან არ ჰქონდეს არაფერი საერთო,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები