06 მაისი 2024,   13:51
ვრცლად
დავით რაქვიაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს კონსტიტუციური ინსტიტუტის პატივისცემისკენ მოუწოდებს

პარლამენტის თავმჯდომარის ხმაურიან განცხადებებს, რომ შეიარაღებული ძალები პრეზიდენტს არ ექვემდებარება, უშიშროების საბჭოს მდივანი პასუხობს.

დავით რაქვიაშვილი ირაკლი კობახიძეს კონსტიტუციის დღეს მოქმედ ნორმას ახსენებს, რომლის მიხედვით, მხოლოდ პრეზიდენტია უფლებამოსილი, შეირაღებული ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს.

„შემაშფოთებელია, პარლამენტის თავმჯდომარე უკვე მერამდენედ იმეორებს, რომ საქართველოს სამხედრო ძალები არ ემორჩილება საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს. გასაგებია, გვესმის, რომ ის დიდი წნეხის ქვეშ არის. ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელის ერთ-ერთი მთავრი ავტორი პარლამენტის თავმჯდომარეა, არ სარგებლობს საზოგადოების მხრიდან სრული მხარდაჭერით, არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, მაგრამ გავიმეორებ, საქართველოს პრეზიდენტის მოწოდებას, რომ, როდესაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას შეეხება მეტი სიფრთხილე გვმართებს, გაუგებარია, რა გზავნილს ვაგზავნით ჩვენს პარტნიორებთან, როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველოს სამხედრო ძალები არ არიან ერთგულნი მათ მიერ დადებული ფიცისა და საქართველოს კონსტიტუციის,“ - აცხადებს დავით რაქვიაშვილი. 

დღის ამბები