18 სექტემბერი 2021,   01:46
ვრცლად
პარიზის ხიდის "შეყვარებულების ბოქლომებს" აუქციონზე გაყიდიან

ბოქლომებს, რომლებსაც პარიზის ცენტრში შეყვარებული წყვილები ხიდზე ამაგრებდნენ, აუქციონზე გაყიდიან. ვაჭრობა დღეს გაიმართება, შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდება.

აუქციონზე სულ ბოქლომების 15 პანელია გატანილი. ბოქლომების ერთი შეკვრის ფასი 150-დან 200-ს ევრომდე იქნება, მთელი პანელი კი შესაძლოა, 5 ათასიდან 10 ათას ევრომდეც გაიყიდოს.

ათასობით ბოქლომი ხიდიდან, ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნით, ორი წლის წინ მოხსნეს, რადგან მათი წონა 19-ე საუკუნის ნაგებობას ჩანგრევის საფრთხეს უქმნიდა.

დღის ამბები