01 მაისი 2024,   09:20
ვრცლად
"დაიცავი კონსტიტუციას" წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

კამპანია დაიცავი კონსტიტუციას წევრებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნეს.

შეხვედრისას იმ ხარვეზებზე ისაუბრეს, რასაც, მათი აზრით, ეს დოკუმენტი შეიცავს. კამპანია დაიცავი კონსტიტუცია არ იზიარებს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას, ასევე საარჩევნო სისტემის შეთავაზებულ მოდელს და მანდატების გადანაწილების პრინციპს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ გააცნო საერთო პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ახალი კონსტიტუციის უარყოფით მხარებზე მიაწოდეს ინფორმაცია დიპლომატებს.

პოლიტიკური მოძრაობის სახელმწიფო ხალხისთვის თავმჯდომარე, ნიკა მაჭუტაძე, ქართულ ოცნებას კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებს. 

დღის ამბები