04 მაისი 2024,   16:09
ვრცლად
დღეიდან ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა იწყება

დღეიდან ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა იწყება. მხარეები სხდომაზე შესავალი სიტყვით წარსდგებიან. პარალელურად, დაიწყება მტკციებულებთა გამოკვლევა და ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროკურატურამ კვლავ დააყენოს პროცესის დახურვის შუამდგომლობა, რასაც ისინი არ ეთანხებიან.

 

საპატრიარქოს იურისტის განცხადებით, საქართველოს საპატრიარქო მომხრეა, რომ მოხდეს საქმის ობიექტური განხილვა.

"ერთის მხრივ არ დაზიანდეს მამა გიორგი მამალაძის ინტერესები და მეორეს მხრივ, ასევე, იმ პირთა ინტერესები, ვიზეც ის საუბრობს და გარკვეულწილად, შესაძლოა რაღაც გარკვეულ არაკორექტულ გამონათქვამებს აქვს მისი მხრიდან ადგილი," - აცხადებს ედიშერ ქარჩავა. 

 

გამოძიება დაკავებულ დეკანოზს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავება.

დღის ამბები