06 მაისი 2024,   13:55
ვრცლად
"გამოძიება დაინტერესებულია, რომ ინციდენტი, მითუმეტეს, მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით, იქნეს გამოძიებული პრინციპულად"- ჯეჯელავა

მთავრობის წევრები სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრობენ, რომელშიც ლაშა თორდია ოთარ ფარცხლაძეს ადანაშაულებს. მინისტრები საქმის ეფექტური გამოძიების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ.

ვიცე პრემიერი, ალექსანდრე ჯეჯელავა დარწმუნებულია, რომ საქმეზე გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართება.

"მგონია, რომ გამოძიება ძალიან დაინტერესებულის და პრინციპულია ყველა ჩვენგანისთვის, რომ ეს ინციდენტი, ისევე როგორც ნებისმიერი ძალადობა, მითუმეტეს, მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით, იქნეს გამოძიებული ძალიან პრინციპულად და გამჭვირვალედ. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები