26 აპრილი 2024,   19:04
ვრცლად
ვაკეში კაფე-ბარი გაქურდეს - ბრალდებული დადგენილია და ის არასრულწლოვანია

ვაკეში კაფე-ბარი გაქურდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი2-ს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, ბრალდებული დადგენილია და ის 16 წლამდე ასაკის ახალგზარდაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

დღის ამბები