28 აპრილი 2024,   12:45
ვრცლად
რუსეთი ცდილობს დე იურე გააფორმოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია - ექსპერტები კულახმეტოვის ე.წ. ელჩად დანიშვნაზე

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მარატ კულახმეტოვის დანიშვნასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ანალიტიკოსების მხრიდან.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოში დესტაბილიზაციის მოხდენას ცდილობს.

„ამ ადამიანის დანიშვნის ფაქტი არის აბსოლუტურად კომიკური და რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება ამაზე შეუძლებელია. ასეთი ტიპის დანიშვნებით რუსეთი ცდილობს ჯერ დე ფაქტო და შემდეგ დე იურე გააფორმოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია იმისთვის, რომ მოახდინოს დესტაბილიზაცია საქართველოში,“ - განაცხადა ბათუ ქუთელიამ.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის ნოდარ ხარშილაძის თქმით, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, ცალსახად ანექსიის პოლიტიკისკენ გადადგმული ნაბიჯია.

„ძალიან სანიშნი დანიშვნაა ეს ყველაფერი. რუსეთი ამით ადასტურებს, რომ ნელნელა ამ ტერიტორიების გაშინაურება ხდება. რუსეთში ანექსაციისთვის მზადყოფნაა, პოლიტიკური გადაწყვეტილება აკლია, თორემ დანარჩენი ყველაფერი გადაწყვეტილია და მეორე ის, რომ კულახმეტოვი აქ უფრო გენერალ გუბერნატორის როლს ითამაშებს, ვიდრე წარმომადგენლის,“ -აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.   

ამავე თემაზე
დღის ამბები