04 მაისი 2024,   17:01
ვრცლად
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება" - გიორგი კვირიკაშვილი

26-29 მაისს საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. საქართველოს მთავრობის სხდომაზე, პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამ საკითხის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს არაწევრ ქვეყანაში ასეთი მაღალი დონის ფორუმი ტარდება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები მიიღებენ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას. ვფიქრობთ, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის, ასეთი ღონისძიების საქართველოში ჩატარება არის უაღრესად მნიშვნელოვანი,” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები