09 მაისი 2024,   00:22
ვრცლად
ფარცხალაძისთვის გადაცემულ მიწა - "ევროპული საქართველო" ქონების მართვის სააგენტოს უფროსს იბარებს

ქონების მართვის სააგენტოს უფროსს დღეს საკრებულოში ელოდებიან. კარლო ლაფერაძის საკრებულოში მისვლა ევროპული საქართველოს წარმომადგენლებმა მოითხოვეს. საქმე ეხება ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის გადაცემულ ორი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებულ საკითხს.

ოპოზიცია ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელისგან, ამ თემასთან დაკავშირებით დეტალურ ინფომრაციას ითხოვს, რის შემდეგაც ოპოზიციური პარტია საკრებულოში მერის მისვლის საკითხის დააყენებენ.

 

"აუდიტის სამსახურმა მიიჩნია, რომ არის კორუფციული გარიგება ფარცხალაძესა და თბილისის მერიას შორის. ამიტომ, ქონების მართვის საქალაქო სამსახურმა უნდა მოგვაწოდოს სრულყოფილი დოკუმენტაცი. ამის შესწავლის შემდეგ ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ, რომ დავიბაროთ ქალაქ თბილისი მერი ნარმანია თბილისის საკრებულოში, რათა მან აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ამ ე.წ. საქმესთან დაკავშირებით და თბილისის საკრებულოს დეპუტატებს გასცეს ამასთან დაკავშირებით პასუხი," - აცხადებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - თბილისის თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი. 

 

მივა თუ არა ლაფერაძე საკრებულოში, უცნობია. 

დღის ამბები