09 მაისი 2024,   06:00
ვრცლად
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. ასამბლეა ადასტურებს ნატოს ღია კარის პოლიტიკისადმი მის ერთგულებას. მასში მტკიცედ არის მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები.

ქართული დელეგაციის მოთხოვნით, დეკლარაციის მე-18 პარაგრაფს დაემატა წინადადება, რომ სადემარკაციო ხაზთან მოქალაქეებს შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილება.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო ვალდებულებები.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო, შეინარჩუნოს მედია პლურალიზმი, გააღრმავოს დიალოგი და შეამციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები