04 მაისი 2024,   14:46
ვრცლად
საკითხებს ვწყვეტდი და მომავალშიც გადავწყვეტ მხოლოდ სამართლებრივად, ეს ვის ავნებს და ვის არგებს, არ მაინტერესებს - შოთა გეწაძე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ხუთკაციანი სია - ლადო ჭანტურია, სოფო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, თამარ ალანია და ირაკლი დონდოლაძე, სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ 24 კანდიდატიდან შეარჩია.

ყველაზე მაღალი, მაქსიმალური ქულა კანდიდატთა შორის, გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლადო ჭანტურიამ მიიღო.

სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატებს შორის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, შოთა გეწაძეც მოხვდა. ის აცხადებს, რომ მისი არცერთი გადაწყვეტილება ხელისუფლებას არ უკავშირდება.

„მე ყოველთვის ვიყავი და დღესაც ვარ დამოუკიდებელი და საკითხებს ვწყვეტდი და მომავალშიც გადავწყვეტ სამართლებრივად მხოლოდ. ეს ვის ავნებს და ვის არგებს, არ მაინტერესებს,“ - განაცხადა შოთა გეწაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები