27 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
აფხან მუხთარლის საქმე - ექსპერტები და ანალიტიკოსები საქართველოს საერთაშორისო იმიჯის კუთხით მიყენებულ ზიანზე საუბრობენ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე - ექსპერტები და ანალიტიკოსები საქართველოს საერთაშორისო იმიჯის კუთხით მიყენებულ ზიანზე საუბრობენ. აფგან მუხთარლის გატაცებამდე რამდენიმე კვირით ადრე დაკავებული დემირელის სკოლის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეც არამხოლოდ ადგილობრივი ექსპერტების და ოპოზიციის განხილვის თემა გახდა.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ჯოზეფ ლარსენი აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და თურქი პედაგოგის შემთხვევებმა უკვე დააზიანა საქართველოს იმიჯი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.

„რადგან საქართველოს აქვს ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ორივე შემთხვევაში ჩანს, რომ ეს ვალდებულებები არ სრულდება. განსაკუთრებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შემთხვევაში, რადგან აფგან მუხთარლი მოიტაცეს და გაიყვანეს ქვეყნიდან. მისი აზერბაიჯანში დაბრუნების კანონიერი მექანიმზები არ არსებობდა. ამიტომ ამან დააზიანა საქართველოს რეპუტაცია. თურქი პედაგოგის შემთხვევაში, თურქეთის მხარემ საქართველოს ხელისუფლებისგან მისი დაპატიმრება და ექსტრადირება მოთხოვა. ჩვენი რჩევა იქნება, რომ საქართველოს მთავრობა შეეცადოს, ამ საქმეში ჩართოს საერთაშორისო ორგანიზაციები და ამ კონსულტაციების საფუძველზე მიიღოს შეჯერებული გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ჯოზეფ ლარსენმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე და საქართველოს იმიჯზე მიყენებულ ზიანზე ამახვილებენ ყურადღებას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები  საქართველოში.

აფგან მუხთარლის საქმის გამოუძიებლობის შემთხვევაში და მუსტაფა ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, ეს იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის შავი ლაქა და შეილახება საქართველოს იმიჯი,“- განაცხადა ამნესტი ინთერნეიშენალის წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ლევან ასათიანმა.

ჰიუმან რაით ვოჩის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ქვეყანაში ადამიანის უფლებების პრიორიტეტების არსებობას უსვამს ხაზს.

„ადამიანის უფლებებს აქვს პრიორიტეტი ყოველთვის. არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება სტრატეგიული პარტნიორობის მშენებლობა ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე,“ - განაცხადა  ჰიუმან რაით ვოჩის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა, გიორგი გოგიამ.

საქმეს ეხმაურებიან ექსპერტებიც, რომლებიც ამბობენ, რომ მომხდარი არის არაფორმალური მმართველობის შედეგი, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელიაც საქართველოს იმიჯზე მიყენებულ ზიანზე საუბრობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი, აცხადებს, რომ „ქვეყანა, რომელიც უფრთხილდება თავის სუვერენიტეტს, ვერავინ ვერ მოგვახვევს ისეთ პოლიტიკური მძიმე გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაც მოუწია ჩვენს სახელმწიფოს, სამწუხაროდ, რომ დაერღვია საკუთარი კანონი და შეელახა საკუთარი სუვერენიტეტი“.

 

დღის ამბები