06 მაისი 2024,   13:55
ვრცლად
„ლეიბორისტული პარტია იწყებს მაჟორიტარ დეპუტატთა შავი სიის შედგენას," - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, მაჟორიტარი დეპუტატების ლუსტრირებას იწყებს. განცხადება შალვა ნათელაშვილმა დღეს სპეციალურ პრეს კონფერენციაზე გააკეთა. მისი განცხადებით, დეპუტატებს, რომლებიც პოლიტიკურ და ბიზნეს საქმიანობას ერთდროულად ეწევიან და მანდატს ბიუჯეტიდან თანხების მისაღებად იყენებენ, პოლიტიკური საქმიანობა უნდა აეკრძალოთ.

„ლეიბორისტული პარტია" იწყებს მაჟორიტარ დეპუტატთა შავი სიის შედგენას და მის გაგზავნას მსოფლიოს საფინანსო ორგანიზაციებში, რათა ამ ბანდიტების ბიზნეს-საქმიანობა იქნეს დაბლოკილი. იმავდროულად, ვიწყებთ ყველა მაჟორიტარი დეპუტატის ლუსტრირება 25 წლის მანძილზე, რომლებმაც ხელს გააყოლეს მილიონები ქვეყნის ბიუჯეტიდან და მომავალში მათ აეკრძალებათ საერთოდ პოლიტიკური საქმიანობა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები