30 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
"ენმ"-ის და "პატრიოტთა ალიანსის" ბოიკოტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას - შეფასებები მმართველ გუნდში

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს. ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომლიც კანონპროექტის წარმდგენია. სხდომას არ ესწრებიან "ნაციონალური მოძრაობისა" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები.

ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებულ ბოიკოტს შეფასებები მოყვა მმართველ გუნდში. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ბოიკოტს „პოლიტიკურ დღის წესრიგს“ უწოდებს.

„ჩვენ გვაქვს პოზიტიური პროცესი, შეუდარებლად კარგი კონსტიტუცია შეიქმნება ამ პროცესის შედეგად. ბოიკოტი არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, სუბიექტური დამოკიდებულება ამ პოზიტიური მოვლენების მიმართ,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცის ნაწილის ბოიკოტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური პროექტის განხილვა გაგრძელდება.

„ეს პოლიტიკური პროცესია, სადაც პოლიტიკური პარტიები ცდილობენ დაინახონ საკუთარი დღის წესრიგი. ბოიკოტის თაობაზე გადაწყვეტილება, კონსტიტუციური პროექტის განხილვას ნამდვილად არ წაადგება. ყოველ შემთხვევაში, ეს მათი არჩევანია, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ ვაგრძელებთ განხილვას ყველასთან, ვისაც აქვს სურვილი, რომ იყოს ამ პროცესში ჩართული,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები