01 მაისი 2024,   16:54
ვრცლად
"ესენი არიან მოხელეები," - ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებზე საუბრობს

„აღარ მინდა არანაირი კომენტარების გაკეთება პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მხრიდან წამოსული კრიტიკის პასუხად გააკეთა. გიორგი მარგველაშვილმა უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესთან დაკავშირებით გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ პარტიული კონსენსუსისკენ უფრო ისწრაფვის, ვიდრე საზოგადოების.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის პასუხად აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილის მხრიდან მსგავსი კომენტარები მიუღებელია, რადგან ის საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებდა და მის განცხადებებს „არასერიოზულს“ უწოდებს.

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტის ადმინისტრაციას და მის უფროსს, გიორგი აბაშიშვილსაც აკრიტიკებს.

„ჩვენ არ გვაინტერესებს იმ ადამიანების გამონათქვამები, რომელთა მიზანია დესტრუქცია. ეს არის მარგველაშვილი, აბაშიშვილი და ა.შ. მოხელეები პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რომელსაც ეწოდება გუნდი. ესენი არიან მოხელეები, როგორ შეიძლება მე გავაკეთო მოხელეების კომენტარებთან დაკავშირებით კომენტარი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებებზე კომენტარს გააკეთებს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები