01 მაისი 2024,   13:50
ვრცლად
115 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს

115 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი, საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღეს. კენჭისყრის პროცესი პირველი მოსმენის მსგავსად ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე წარიმართა და ცვლილებები ერთპარტიულად განიხილეს. 

საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცების შემდეგ პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები ვეღარ შევა. მმართველმა გუნდმა ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვანი დათქმით მიიღო.

 შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მომავალ წელს პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ. თუმცა ერთჯერადად პრეზიდენტს აირჩევენ 6 წლის ვადით, რადგან პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევა 2024 წლიდან მოხდება.

 ახალი კონსტიტუციის მიხედვით ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადადის, ხოლო მომდევნო საპარლამენტო არჩვენები 2020 წელს შერეული სისტემით გაიმართება, თუმცა ამ ეტაპზე პარტიებს 3 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

 გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება 12 წლის შემდეგ შეიცვლება. 2029 წლიდან გადასახადების გაზრდას ან არ გაზრდას რეფერენდუმი აღარ დასჭირდება.

 საკონსტიტუციო ცვლილებების ეს პროექტი მწვავე დაპირისპირების მიზეზი იყო პრეზიდენტსა და ირაკლი კობახიძეს შორის.

დღესვე მეორე მოსმენით კენჭი უყარეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალ რედაქციას, რომელიც ასევე ერთხმად იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები პროცესს ბოიკოტს უცხადებენ და განხილვას და კენჭისყრებს არ ესწრებიან.

დღის ამბები