04 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
კორუფცია მერიასა და გამგეობებში - "ახალი საქართველო" პროკურატურას მიმართავს

პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველო" თბილისის მერიაში და გამგეობებში არსებულ კორუფციაზე საუბრობს და გამოძიებისთვის პროკურატურას მიმართავს. საქმე ეხება გამგეობების მიერ დახმარების სახით გაცემულ თანხებს. გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2 მილიონი ლარი არა სოციალურად დაუცველებზე, არამედ "ქართული ოცნების" აქტივისტებზე გაიცა.

„ეს არის პირდაპირი კორუფციული სქემა, რომელიც ააწყო "ქართულმა ოცნებამ", იმისთვის, რომ თბილისის ბიუჯეტით აფინანსოს თავის პარტიული ინფრასტრუქტურა, თავისი წევრების სახით. ვფიქრობ, რომ ამას სჭირდება ფუნდამენტური გამოძიება. პროკურატურაშიც გადავაგზავნით, შეხვედრაც გვექნება და აუცილებლად გავარკვევთ, იმ კონკრეტულ დამნაშავეებს, ვინც ამ თანხას ჯიბეში იდებს და ეს თანხა აუცილებლად უკან უნდა დაბრუნდეს,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები