16 ივნისი 2024,   02:19
ვრცლად
აშშ-ის კონგრესში აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის მასპინძლობით, კონგრესის შენობაში აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე კონგრესმენმა, თედ პომ და თანათავმჯდომარე ჯერი კონოლიმ ხაზი გაუსვეს მყარი სტრატეგიული პარტნიორობის აუცილებლობას, შეაფასეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი და დამოუკიდებლობისა და დასავლური არჩევანის გზაზე საქართველოს წარმატებებში რწმენა გამოხატეს.

მიღების მასპინძლებსა და შეერთებულ შტატების მთავრობას მადლობა საქართველოს ელჩმა გადაუხადა. 

ღონისძიებას დაესწრნენ კონგრესის წევრები, სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენტისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.

დღის ამბები