16 ივნისი 2024,   01:28
ვრცლად
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

მთავრობის განკარგულების შესაბამისად, მცხეთა-მთიანეთის ახალი გუბერნატორი მუშაობას ოფიციალურად დღეიდან შეუდგება.

ლევან ზაუტაშვილი 2013-2017 წლებში იყო „კასტელ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი,  მუშაობდა "მსოფლიო ბანკის" პროექტებში; დამთავრებული აქვს ინდიანაპოლისის შტატის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

 

ლევან ზაუტაშვილმა გოჩა ზეიკიძე შეცვალა.

 

ზეიკიძემ თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. 

 

დღის ამბები