16 ივნისი 2024,   01:51
ვრცლად
თვითმმართველი ქალაქები - არასამთავრობოები ოპოზიციას სარჩელის შეტანისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტის წევრებს მიმართავენ და ოპოზიციური ფრაქციებისგან საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას ითხოვენ. მესამე სექტორში თვლიან, რომ შვიდი ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებით კონსტიტუცია დაირღვა.

კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ თვითმმართველი ერთეულის შექმნა-გაუქმების დროს მოსახლეობასთან საკითხის წინასწარი განხილვა სავალდებულო პროცედურაა, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. 

“ვინაიდან ამ პერიოდის განმავლობაში არ გამართულა ასეთი კონსულტაციები, ვფიქრობთ, რომ ეს ეწინააღმდეგება იმ ჩანაწერს, რომელიც კონსტიტუციაში არის მოცემული. ჩვენ ვთხოვთ ოპოზიცურ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტში, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილება, რომ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვონ ამ გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობა“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერმა ლევან ნატროშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ შეგროვდება დეპუტატების საკმარისი რაოდენობა, ისინი მზად არიან მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს.   

 

დღის ამბები