18 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე რუსული ოკუპაციის საკითხი არ განხილულა - ხულორდავა 

ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი არ განხილულა - ამის შესახებ განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ გააკეთა.

ხულორდავა ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი საკონსტიტუციო რეფორმას შეეხო. მისივე ინფორმაციით, განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტს და ევროპარლამენტს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.  

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამაზე არ ყოფილა საუბარი. ჩვენ ერთი კვირის წინ ვიყავით სტრასბურგში, სადაც გვქონდა შეხვედრები ევროპარლამენტარებთან მათ შორის, ამ შეხვედრებზე ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ისმებოდა ,იყო ოკუპაციის საკითხი. გარდა ამისა, ჩვენ ვმონაწილეობთ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში და ყველა პლატფორმაზე ძალიან აქტიურად დგას ეს საკითხი ჩვენი ძალისხმევის შედეგად,“ - აცხადებს ხულორდავა.

ევროპარლამენტარებმა უკვე გამართეს შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობისგან განსხვავებით, შეხვედრაზე რუსულ ოკუპაციაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილი ევროპელ დეპუტატებს ბათუმში შეხვდა, სადაც საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" მიმდინარეობს.

დღის ამბები