22 მაისი 2024,   21:54
ვრცლად
პარტიული დავალებები ელჩებს - მიხეილ ჯანელიძე ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიმართ, ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

კერძოდ, დიპლომატებთან შეხვედრის დროს, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი გააკრიტიკა. სწორედ ამას მოყვა განცხადებები ოპოზიციაში, სადაც ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩებს პარტიული დავალება მისცა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შეკრებილ ელჩებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, ვითარება გააცნო.

„ეს განცხადება არის სრულიად უსაფუძვლო და ემსახურება ამ პროცესის პოლიტიზირებას. ასევე მინდა მოვუწოდო დანარჩენ პირებს, რომლებიც ასევე გამოეხმაურნენ ამ უსაფუძვლო განცხადებას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს არის სრულიად დეპოლიტიზირებული, ასრულებს თავის მოვალეობას მსოფლიოს მასშტაბით,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

დღის ამბები