ლიტვა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეობის სასამართლოში დაცვის უფლება.
ლიტვური მედიის ცნობით, განცხადება ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
"სააკაშვილს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, თავისი უფლებები გამჭვირვალე სასამართლოს გზით დაიცვას. ლიტვა მუდმივად დაუჭერს მხარს უკრაინასა და მის ლიდერებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მაგრამ ამავდროულად ხაზს ვუსვამთ დემოკრატიის მნიშვნელობასა და ოპოზიციის შესაძლებლობებს," - აცხადებს ლინას ლინკევიაჩუსი.
ლიტვური მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შექმნილი სიტუაცია პირადად მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.