28 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
უფასო სასადილოებზე გამოყოფილი 1 ლარი და 18 თეთრი 3 ლარამდე უნდა გაიზარდოს - "ახალი საქართველო"

პარტია "ახალი საქართველო" უფასო სასადილოების სისტემაში ცვლილებების შესატანად ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. პარტიაში განამრტავენ, რომ გამოყოფილი ერთი ლარი და 18 თეთრი სამ ლარამდე უნდა გაიზარდოს.

"ახალი საქართველოს" ინიციატივის მიხედვით, ბენეფიციარებს არჩევანის უფლება მიეცეთ, ისარგებლონ სასადილოს მომსახურებით ან საკვები სახლის პირობებში თავად მოამზადონ.

"ახალ საქართველოში" აცხადებენ, რომ მათ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვის თანახმად, ბენეფიციარების დიდი უმრავლესობა კვებაზე დამოუკიდებლად, ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე ზრუნვას ირჩევს.

პარტიის განმარტებით, ინიციატივით საკრებულოს უახლოეს მომავლაში მიმართავენ.

დღის ამბები