21 დეკემბერი 2024,   18:45
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის გეგმები და გაძლიერებული დაცვა უკრაინის საზღვარზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, დღეს „ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკურ ასამბლეას ესწრებოდა. სააკაშვილი პარტიის ლიდერებს შეხვდა და მის გარშემო არსებულ სიტუაციაზე ესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას გადაწყვეტილებას ვერაფერი შეაცვლევინებს და 10 სექტემბერს პოლონეთიდან უკრაინაში მაინც ჩავა.  საქართველოს მესამე პრეზიდენტმა "კურიერთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ 10 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მასთან ერთად ევროპარლამენტარები, რიგითი მხარდამჭერები და უცხოელი ჟურნალისტები მივლენ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუ მას უკრაინაში არ შეუშვებენ, ეს უფრო მეტად სწორედ უკრაინას დააზიანებს. ის ასევე ფიქრობს, რომ მისი დაკავება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის დამღუპველი იქნება. სააკაშვილი ექსტრადირების საკითხს გამორიცხავს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს უკრაინის მოქალაქეობა რამდენიმე კვირის წინ ჩამოართვეს და ის საკუთარი უფლების დაცვას გეგმავს. ევროპარლამენტარებიც აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია საკუთარი უფლებები სასამართლოში დაიცვას.

პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ კი დაცვა უკვე გაძლიერებულია. დამცავი ღობის გარდა საგუშაგოებთან ჯავშანტექნიკაც განალაგეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები