06 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
კახა კალაძემ მთაწმინდისა და გლდანის მოსახლეობას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა

კახა კალაძე მთაწმინდისა და გლდანის მოსახლეობას შეხვდა და მათ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი მოსახლეობას არსებული პრობლემის გადაჭრასაც დაპირდა. კანდიდატების წარდგენას ჯანდაცვის მინისტრიც ესწრებოდა.

„ჩვენს ქალაქში ცხოვრება გაუსაძლისი გახდება, თუ დროულად არ მოვაგვარეთ ეკოლოგიის პრობლემა, თუ არ მოგვარდა თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა, თუ არ მოხდა მეტრო სადგურების განახლება. მე რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც მოსაგვარებელია მომავალი 4 წლის განმავლობაში. მე მჯერა, რომ ამ ადამიანებთან ერთად, ჩვენ დავიწყებთ არჩევნების დასრულების შემდეგ, ამ პრობლემებზე მუშაობას,“ - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები