16 აპრილი 2024,   12:26
ვრცლად
დავით უსუფაშვილი "ქართული ოცნების" წევრების მის პარტიაში გადასვლას აფასებს

„არანაირ სტატისტიკას იმის თაობაზე, რამდენი „ოცნებელი“ შემოდის „შენების მოძრაობაში", არ ვაწარმოებთ,“ - ასე აფასებს ”შენების მოძრაობის” დამფუძნებელი და თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი მმართველი გუნდიდან მის პარტიაში წევრების გადასვლას.

„ქართული ოცნების“ სიით გასული გორის გამგებელი და საკრებულოს წევრები "შენების მოძრაობას" შეუერთდნენ. პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა კანდიდატები გორში დღეს ოფიციალურად წარადგინა.

„ყველა, ვისაც გული ერჩის შენებისთვის, ყველა, ვინც მისულია იმ აზრამდე, რომ იმ ჩვეული წესით პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება არის კონტრპროდუქტიული, ჩვენი კარი ღიაა. ვინც „ოცნებას“ ტოვებს, ისინი არსად არ ხტებიან. ეს „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა სალტომორტალე, რომელიც მალე დადასტურდება არჩევნებში,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მოძრაობა „შენების“ წევრი, სოსო ვახტანგიშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მიერ დაპირებების შეუსრულებლობამ გამოიწვია „ქართული ოცნების“ დაშლა. მან ასევე, დმანისში საკრებულოს წევრების და გამგებლის „შენების მოძრაობაში" გადასვლაზეც ისაუბრა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ საკრებულოს წევრები, ადგილობრივი ორგანიზაციის დამფუძნებლები და გამგებლის მოადგილეები ტოვებენ და „შენების მოძრაობას" უერთდებიან.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ირმა პაპიძე აცხადებს, რომ გორში "ქართული ოცნების" 50-მდე წევრი პარტიის დატოვებას გეგმავს. 

დღის ამბები