16 აპრილი 2024,   13:34
ვრცლად
"ქართული ოცნების" წარმომადგენელმა "ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრობის კანდიდატს დაკრძალვაზე სცემა - აჰმედ იმამკულიევი

"ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატმა "ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრობის კანდიდატს მარნეულში დაკრძალვაზე სცემა,"- ამის შესახებ აჰმედ იმამკულიევმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შეურაცხყოფა უძღოდა.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების განცხადებით, "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატი სოფელ სადახლოში როვშან ისკანდაროვი თანმხლებ პირთან, მარნეულის გამგეობის თანამშრომელთან მუხამედ ალ ბედიევთან ერთად, თავს დაესხა "ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრობის კანდიდატს, ალი მამედოვს, რომელთან ერთადაც იმამკულიევი იმყოფებოდა.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ალიევთან ერთად საერთო ნაცნობის გასვენებაში აჰმედ იმამკულევის ყოფნამ გააღიზიანა. 

იმამკულიევის თქმით, "ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრობის კანდიდატი ალი მამედოვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აჰმედ იმამკულიევის განცხადებით, მათ მომხდარის შესახებ სამართლდამცავებს შეატყობინეს. 

დღის ამბები