09 მაისი 2024,   03:44
ვრცლად
ავსტრიაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დაფარვა იკრძალება

ავსტრიაში დღეიდან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დაფარვას კრძალავს. ე.წ. რელიგიურად ნეიტრალური კანონის თანახმად, იკრძალება არამხოლოდ ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავები, არამედ ყველანაირი სამედიცინო და სამასკარადო ნიღბების, რესპირატორებისა და სხვა სპეცსაშუალებების ტარება.

კანონდამრღვევებს ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ. გამონაკლისი სამედიცინო ნიღბებზე მხოლოდ განსაკუთრებული საფრთხის შემცველ ვითარებებსა და კარნავალების დროს დაიშვება.

ახალი რეგულაციის თანახმად პოლიციას უფლება აქვს კანონდამრღვვევს აკრძალული ნივთის მოხსნა მოსთხოვოს, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი 150 ევროთი დააჯარიმოს.

დღის ამბები