07 მაისი 2024,   21:28
ვრცლად
ბრალდებული დეკანოზის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია პროკურატურაში იმყოფება

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია თბილისის პროკურატურაში მივიდა. ბრალდებული დეკანოზის უფლებადამცველი საგამოძიებო უწყებაში ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომიდან აუდიოჩანაწერების მედიასაშუალებებში გასაჯაროების ფაქტზე არის დაბარებული. 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან ამბობს, რომ დაწყებული გამოძიება აბსურდულია.

ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სხდომიდან აუდიოჩანაწერების მედიასაშუალებებში გასაჯაროების ფაქტზე გუშინ პროკურატურაში იყო დაბარებული ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, რომელმაც შოთაძის უწყებას ჩვენება არ მისცა და საქმეში მაგისტრი მოსამართლის ჩართვა მოითხოვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები