09 ოქტომბერი 2024,   12:25
ვრცლად
უკრაინის ქალაქ დებალცევოს საარტილერიო დანადგარებით ბომბავენ

უკრაინის აღმოსავლეთში, ქალაქ დებალცევოს მახლობლად, საბძოლო შეტაკებები გრძელდება. პრორუსი სეპარატისტები ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოფიციალური კიევი რეგიონში დამატებით ძალებს აგზავნის. ამ დროისთვის ქალაქს სეპარატისტები საარტილერიო დანადგარებით ინტენსიურად ბომბავენ..

სროლებია დონეცკშიც. ერთ-ერთი უკრაინული არხის ინფორმაციით, რამდენიმე ჭურვი ქალაქში მდებარე ცნობილი ოლიგარქის რინატ ახმეტოვის კუთვნილ ქარხანას მოხვდა.

საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შორის. ლიდერებმა  მწუხარება გამოთქვეს მინსკში გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულების გამო და უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

5 თებერვალს კიევს ვიზიტით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ეწვევა. ჯონ კერი შეხვდება პრეზიდენტ პოროშენკოს, უკრაინის მთავრობის და პარლამენტის წევრებს. უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა 5 ათასს გადააჭარბა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები